ლიგა 1-ის შეხვედრაში „პარი სენ-ჟერმენი „ლანსს“ დაუპირისპირდა და 2:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია ევროპის სუპერთასის შემდეგ პირველად გამოჩნდა ჩემპიონთა ლიგის მოქმედი გამარჯვებულის სასტარტო შემადგენლობაში, მაგრამ მოედანზე მხოლოდ 29 წუთი გაატარა.
კვარაცხელიას მე-3 წუთზე „ლანსის“ ფეხბურთელი ოდსონ ედუარდი ეუხეშა. მართალია, მან თამაში გააგრძელა, მაგრამ ტკივილის გამო მაინც შეცვალეს.
რამდენად სერიოზულია ტრავმა, მოგვიანებით გახდება ცნობილი.