2025 წლის ევრობასკეტის ფინალში გერმანელებმა თურქეთის ნაკრები 88:83 დაამარცხეს. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში ტურნირის ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა ისააკ ბონგამ, მან 20 ქულა ჩააგდო, 18 ქულა ჰქონდა ფრანც ვაგნერს, ხოლო მატჩის გმირს, დენის შრიოდერს – 16.
შედეგად, გერმანიის ნაკრები ისტორიაში მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი. ამ ქვეყნის კალათბურთელთა გუნდმა კონტინენტის პირველობა პირველად 1993 წელს მოიგო.
რაც შეეხება თურქეთის ნაკრებს, ის მეორედ გახდა ევროპის ვიცე-ჩემპიონი, პირველად ტურნირის ფინალში თურქები 2001 წელს დამარცხდნენ.
გერმანიის ეროვნული ნაკრები მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონია. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში კი საბერძნეთმა ფინეთს 92:89 მოუგო და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.