ახალი სასწავლო წელი კადეტთა სამხედრო ლიცეუმში

15 სექტემბერი 2025, 10:15 96 ნახვა

ახალი სასწავლო წელი დაიწყო კადეტთა სამხედრო ლიცეუმშიც. ღონისძიებაზე პირველკურსელმა კადეტებმა წაიკითხეს "კადეტთა მრწამსი". მონაწილეებმა პატივი მიაგეს  საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლისა და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულთა ხსოვნას.

ლიცეუმის მასწავლებლები და სამხედრო მოსამსახურეები მედლებით, გენერალ გიორგი კვინიტაძის სკულპტურით, მადლობის სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს. 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეები კონკურსის წესით მიიღებიან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი