თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. ისინი 5-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს გაივლიან.
საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე, რომლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი.
იუნკერის სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ.
უწყების ინფორმაციით, მათთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია.
წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა.