არ შეიძლება, ევროპელი ელჩები თავს წარმოაჩენდნენ ქართული საზოგადოების წინაშე, როგორც სიძულვილის ელჩები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს პროცესი უნდა შეჩერდეს. პრემიერ მინისტრმა ასევე განაცხადა რომ არსებობს ხელისუფლების შეცვლის ერთადერთი ლეგიტიმური გზა – ეს არის არჩევნები და ყველაფერი დანარჩენი არის არალეგიტიმური, რაზეც პირდაპირ არის საუბარი სისხლის სამართლის კოდექსში.