გიორგი ცინცაძე-ბათუმის მერობის კანდიდატი "ქართული ოცნება"

16 სექტემბერი 2025, 19:51 102 ნახვა

ვაგრძელებთ სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტების, თვითმმართველობის არჩევნებზე წარდგენილ მერობის კანდიდატების გაცნობას, ამჯერად ჩვენი რესპოდენტია გიორგი ცინცაძე ბათუმის მერობის კანდიდატი პარტია ქართული ოცნებიდან.  

გიორგი ცინცაძეს აქვს საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2025 წლის 13 აპრილიდან იკავებდა აჭარის მთავრობის აპარატის უფროსის თანამდებობას.

2022-2024 წლებში იყო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური წარმომადგენლობების უსაფრთხოების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორი.

2018-2022 წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში, ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში ეუთოში და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობდა უფროს მრჩეველად.

2011-2018 წლებში იყო საქართველოს დაზვერვის სამსახურის ოპერატიული დირექტორატის სამმართველოს უფროსი, ხოლო 2008-2011 წლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში იკავებდა სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებას.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი