ზაგრებში მიმდინარე მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე 18-21 სექტემბერს ასპარეზობას ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები დაიწყებენ. საქართველოს ნაკრები პლანეტის პირველობაზე სრული, ათკაციანი შემადგენლობით იქნება წარმოდგენილი.
საქართველოს ნაკრებში სამი დებიუტანტია, ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორები ვახტანგ ლოლუა, ამირან შავაძე და სულხან ბუიძე.
მათ გარდა საქართველოს ნაკრების ღირსებას დაიცავენ: ლერი აბულაძე, რომელიც დაბრუნდა მის ჩვეულ 63 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ჯონი ხეცურიანი 67 კილოგრამი; იური ლომაძე 72, რამაზ ზოიძე 77, გელა ბოლქვაძე 82, ლაშა გობაძე 87 და გიორგი მელია 97 კილოგრამ წონითი კატეგორია. საქართველოს ნაკრებში ხუთი ფალავანი აჭარიდანაა, ორი ხობიდან, თითო-თითო კი ოზურგეთს, სამტრედიას და ქუთაისს წარმოადგენენ. პირველ დღეს, 18 სექტემბერს 4 წონა იასპარეზებს - 55, 77, 81 და 130 კილოგრამები, 19-20-ში კი 3-3 წონა ჩაებმება ჩემპიონატში. შესაბამისად - 60-72-97 და 63-67-87.
შეგახსენებთ, რომ მანამდე გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმაც იასპარეზა, თუმცა უმედლოდ დარჩა.