პროკურატურის მტკიცებულებების საფუძველზე ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და რეალიზაციის მომზადებისთვის ბრალდებულებს 15-15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

17 სექტემბერი 2025, 14:11 77 ნახვა

ფოთის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის მომზადებისთვის ბრალდებულები დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება 4,8463 გრამი მეთადონი (ფუძე) და ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ (α-PVP), რასაც უკანონოდ ინახავდნენ პირადად და ასევე, ავტომობილში. ბრალდებულებმა მათ მიერ უკანონოდ შეძენილი ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (ფუძე) გასაღების მიზნით სხვადასხვა ლოკაციაზე განათავსეს.

დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ და მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა) და 19-260-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ბ“ და მეშვიდე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მცდელობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფოთის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის ზომად 15 - 15 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი