ეტყობა, ელენე ხოშტარიას რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული ფული ენანება საქართველოს ბიუჯეტისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
"მას რუსეთის ბიუჯეტიდან მიღებული მილიონებიდან 0,001 პროცენტი საქართველოს ბიუჯეტისთვის რომ გაემეტებინა, ეს 5 ათასი ლარი მოხმარდებოდა საქართველოს ბიუჯეტს. ელენე ხოშტარიას შეუძლია, აგვჩეხოს-დაგვჩეხოს, გადაგვწვას, მაგრამ ევროკავშირი მხარს ელენეს უჭერს. ბრიუსელი გვეუბნება, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რა დანაშაულს ჩაიდენს, ელენე ჩვენია და თითი არ დაედოს, ყველაფერი ეპატიოსო. ეს არის ღირებულებითი სხვაობა, რაც განასხვავებს ქართულ ღირებულებებს ცრუ ევროპული ღირებულებებისგან. აღმოვაჩინეთ, რომ ბრიუსელი ცრუ ევროპული ღირებულებებით გვესაუბრება, რომელიც ქართულ ღორებულებებთან ვერ მოვა. ამიტომ ჩვენ ქართულ ღორებულებებზე უნდა ვისაუბროთ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, ელენე ხოშტარიას 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, თუმცა თანხის გადახდაზე უარს აცხადებს.