სკოლების სარეაბილიტაციო პროცესი. საქართველოს განათლების სამინისტრომ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხეთის, დაბა ლენტეხის N1 და ცაგერის საჯარო სკოლები გახსნა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სამივე საჯარო სკოლაში სასწავლო სივრცეების პარალელურად ფუნქციონირებს საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, სპორტული და სააქტო დარბაზები, ექიმის კაბინეტი და რესურს ოთახი.
სკოლები ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.