ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი 2025, 18:07 93 ნახვა

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებთან. 

ირაკლი კობახიძის თქმით, ჯო უილსონისა და „ნაცმოძრაობის“  წევრების შეხვედრა, ფაქტობრივად, შიდაპარტიული შეხვედრაა.

„გაირკვა, რომ 2012 წლამდე არსებულ პროექტზე საუბრობდნენ, რომელიც შემდგომ არ განხორციელდა, აქ იყო გარკვეული გაუგებრობა, საინტერესო არ არის. ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები. შესაბამისად, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის ფაქტობრივად შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო“, - განაცხადა პრემიერმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი