ქოჩორაშვილის წარმატებული დებიუტი ჩემპიონთა ლიგაზე

19 სექტემბერი 2025, 09:59 82 ნახვა

ჩემპიონთა ლიგაზე გიორგი ქოჩორაშვილის დებიუტი ალმატის ქაირატთან“ წარმატებული აღმოჩნდა.  ქართველმა ფეხბურთელმა საგოლე პასი მიითვალა, ხოლო „სპორტინგმა“ ალმატის „კაირატი“ 4:1 დაამარცხა. 44-ე წუთზე ანგარიში შორი მანძილიდან ტრინკაომ გახსნა, ასისტენტი ქოჩორაშვილი იყო, რომელმაც პასი თანაგუნდელს ქუსლით გაუკეთა. ეს იყო გიორგის პირველი შედეგიანი მოქმედება პორტუგალიურ კლუბში. ქოჩორაშვილი 61-ე წუთზე შეცვალეს.

„სპორტინგმა“ ამის შემდეგ გაზარდა უპირატესობა: ტრინკაომ დუბლი შეასრულა, თითო გოლი ალისონ სანტოსმა და ჯოვანი კენდამ გაიტანეს. ყაზახებმა ბოლოს ედმილსონ სანტოსის გოლით შეამცირეს სხვაობა. ქართველი ნახევარმცველის აქტივში მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 1 საგოლე პასია. „კაირატის“ განაცხადში არ იყო გიორგი ზარია, რომელიც ტრავმირებულია. „სპორტინგი“ ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში პირველ ოქტომბერს, „ნაპოლის“ ესტუმრება.

სხვა შეხვედრები კი ასე დასრულდა: „„ნიუკასლი“ – „ბარსელონა“ 1:2; „ბრიუგე“ – „მონაკო“ 4:1; „აინტრახტი“ – „გალათასარაი“ 5:1; „მანჩესტერ სიტი“- „ნაპოლი“ 2:0; „კოპენჰაგენი“ – „ბაიერი“ 2:2.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი