საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა ევრო-2026 საკვალიფიკაციოს პლეი-ოფში სლოვაკეთი დაამარცხა

19 სექტემბერი 2025, 09:05 77 ნახვა

საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა თბილისში სლოვაკეთთან ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის პირველი მატჩი გამართა და 4:1 დაამარცხა, რითიც ფინალური ეტაპისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი მე-12 წუთზე არჩილ სებისკვერაძემ დააწინაურა. 22-ე წუთზე გიორგი ჩიმაკაძემ უპირატესობა ორამდე 25-ე წუთზე სებასტიან ბაჩოს გოლით სტუმრებმა სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. დარჩენილ დროში ქართველებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. თავი ისევ სებისკვერაძემ და შოთა თოფურიამ გამოიჩინეს.

ევრო 2026-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი ოფის საპასუხო მატჩი საქართველოსა და სლოვაკეთს შორის 23 სექტემბერს ბრატისლავაში გაიმართება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი