ორი ქართველი მოჭიდავე დღეს მსოფლიო ოქროსთვის იბრძოლებს

19 სექტემბერი 2025, 09:50 90 ნახვა

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გელა ბოლქვაძემ ნახევარფინალში იაპონელი იოშიდა 8:5 დაამარცხა და დღეს ოქროს მედლისთვის იბრძოლებს, ისევე როგორც კიდევ ერთი ქართველი, 18 წლის დებიუტანტი ვახტანგ ლოლუა, რომელიც 55 კილოგრამ წონაში ჭიდაობს.

ლოლუამ ნახევარფინალში თურქ მუჰამეტ ჩაქირს მოუგო. ფინალში კი მისი მეტოქე ირანელი ახმადი ბალუტაკი იქნება, რაც შეეხება ბოლქვაძის მეტოქეს, ქართველი ფალავანი ოქროსთვის ასევე ირანელ გოლარეზა ფაროხისენჯანის დაუპირისპირდება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი