არასამთავრობო ორგანიზაციების სასამართლო პროცესი

19 სექტემბერი 2025, 17:53 123 ნახვა

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელის, ნინო ევგენიძეს გამოკითხვა მიმდინარეობს.

სასამართლოში შესვლამდე ევგენიძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ პირბადეების საქმეზე დაწყებული გამოძიება ფარსია.

ევგენიძის თქმით, ამ ყველაფრის მიზანია, რომ სამოქალაქო საზოგადოება დააშინონ და არასამთავრობო ორგანიზაციებს ხალხის დახმარების საშუალება არ მისცენ.

შეგახსენებთ, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლომ შვიდი არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების დაყადაღების გადაწყვეტილება მიიღო.

საქმე ეხება საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას.

თეკა მურჯიკნელი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი