ბათუმი მაგიდის ჩოგბურთის საერთაშორისო ტურნირს მასპინძლობს. მასში 20 ქვეყნის 163 სპორტსმენი მონაწილეობს. „მსოფლიოს ახალგაზრდული სერია - 2025" ორგანიზებულია სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის, საქართველოს და აჭარის მაგიდის ჩოგბურთის ეროვნული ფედერაციების მიერ.