სამზადისი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. ქედაში 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის 29 უბანია გახსნილი. მათგან 21 უბანზე არჩევნები ახალი ტექნოლოგიებით, ხოლო 8 უბანზე ტრადიციული მეთოდით ჩატარდება.
ქედის #80 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ინფორმაციით, ყველა უბანზე მიწოდებულია შესაბამისი ტექნიკა და რესურსები. ალი ნაკაშიძის თქმით, გრძელდება კადრების გადამზადების პროცესი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ქედაში მერობის ორი კანდიდატი და 5 პოლიტიკური პარტიაა დარეგისტრირებული.
მუნიციპალიტეტში 15 589 ამომრჩეველია რეგისტრირებული.