პირველკურსელთა საზეიმო მიღება ბსუ-ში

22 სექტემბერი 2025, 11:15 602 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი პირველკურსელთა საზეიმო მიღებით გაიხსნა. წელს სასწავლებელი  დაარსებიდან 90 წლის იუბილეს აღნიშნავს. პირველკურსელთა 90-ე ნაკადის  მიღების ღონისძიება სტუდენტთა დაჯილდოვების ცერემონიით დაიწყო. ერთჯერადი სტიპენდიებით დააჯილდოვეს გრანტის მქონე სტუდენტები.

წელს ბსუ-ში ბაკალავრის საფეხურზე 1632 სტუდენტი ჩაირიცხა, მაგისტრატურაზე კი 216. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ პრიორიტეტულ პროგრამებზე 400-მდე პირველკურსელი ისწავლის.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, საბაკალავრო პროგრამების შევსების მაჩვენებელი მაღალია და სტუდენტთა მოთხოვნის მიხედვით, ბსუ საქართველოს უნივერსიტეტების ხუთეულშია.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში