ოქროს ბურთის დაჯილდოებას „პარი სენ-ჟერმენის" ფეხბურთელები ვერ დაესწრებიან 

22 სექტემბერი 2025, 10:19 96 ნახვა

„პარი სენ-ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი პარიზში „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას დაესწრება. დაჯილდოების ცერემონიას კი ვერ დაესწრებიან თავად ფეხბურთელები. საფრანგეთის ლიგა 1-ის მეხუთე ტურის შეხვედრა მარსელში 21 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა მეტეოროლოგიური პირობების გამო შეხვედრა ერთი დღით გადაიდო და დღეს თბილისის დროით 22:00 საათზე დაიწყება.

შესაბამისად, „ოქროს ბურთის“ დაჯილდოებას მხოლოდ პარიზული გუნდის ტრავმირებული ფეხბურთელები დაესწრებიან. აღსანიშნავია, რომ „პარი სენ-ჟერმენიდან“ წლის მთავარ ინდივიდუალურ ჯილდოზე ცხრა მოთამაშეა წარდგენილი, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია.

ასევე, წლის მწვრთნელის ტიტულისთვის იბრძვის ლუის ენრიკე. „ოქროს ბურთის“ ცერემონიაზე, სავარაუდოდ, ვიხილავთ უსმან დემბელეს, რომელიც ჯილდოს მოგების მთავარი კანდიდატია, ხოლო ამჟამად ტრავმა აქვს და ვერ თამაშობს.

ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია დღეს თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში