თორნიკე შენგელიას პირველი მატჩი „ბარსელონაში"

22 სექტემბერი 2025, 08:58 54 ნახვა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების კაპიტანმა, თორნიკე შენგელიამ „ბარსელონას“ რიგებში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. კატალონიის ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ქართველი კალათბურთელის ახალი გუნდი სტუმრად „ხუვენტუდთან“ 80:81 დამარცხდა. აღნიშნული ტურნირს გუნდები ესპანეთის ჩემპიონატისა და ევროტურნირებისთვის მოსამზადებლად იყენებენ.

შენგელიამ მხოლოდ 6 ქულის დაგროვება მოახერხა, ხოლო „ბარსელონას“ რიგებში საუკეთესო 14 ქულით ჩეხი ტომაშ სატორანსკი იყო.

საქარველოს ნაკრების კაპიტანს ესპანურ გრანდთან სამწლიანი კონტრაქტი აკავშირებს.

34 წლის ქართველი კალათბურთელის გუნდი ახალი სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩს 30 სექტემბერს ევროლიგაში „აპოელთან“ გამართავს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში