„ლელოს“ ბოლნისის მერობის კანდიდატმა ასეფ ჩირაგოვმა კანდიდატურა მოხსნა და „ქართული ოცნების“ კანდიდატს სრული მხარდაჭერა გამოუცხადა

22 სექტემბერი 2025, 21:20 134 ნახვა

„ლელოს“ მერობის კანდიდატმა ასაფ ჩირაგოვმა საკუთარი კანდიდატურა „ქართული ოცნების“ ბოლნისის მერობის კანდიდატის სასარგებლოდ მოხსნა.

მისი განმარტებით, ძალიან მალე დარწმუნდა, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, მისი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ.

„საზოგადოებამ, განსაკუთრებით კი ბოლნისის მოსახლეობამ, კარგად იცის, რომ პოლიტიკურმა პარტია „ლელომ“ ბოლნისში მერობის კანდიდატად დამასახელა. აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანხმობა მხოლოდ იმიტომ განვაცხადე, რომ ნამდვილად მაქვს სურვილი, ჩემი შესაძლებლობები მშობლიურ მხარეზე ზრუნვას მოვახმარო.

სამწუხაროდ, ძალიან მალე დავრწმუნდი, რომ კონკრეტული ადამიანები ცდილობენ, ჩემი რესურსი და გულწრფელი სურვილი საკუთარი პოლიტიკური ინტერესების დაკმაყოფილებისთვის, ინსტრუმენტად გამოიყენონ. მეორე მხრივ, დავრწმუნდი, რომ ქართული ოცნების კანდიდატი, ბატონი ზამურ ჭითანავა, გამარჯვების შემდეგ მართლაც იზრუნებს ბოლნისის განვითარებასა და მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზე.

სწორედ ამიტომ, აღარ ვაპირებ ბატონ ზამურთან ხმების გაყოფას და გადავწყვიტე, საკუთარი კანდიდატურა მის სასარგებლოდ მოვხსნა.

დღესდღეობით ნამდვილად არ არის კინკლაობისა და უშინაარსო პოლიტიკური დაპირირსპირების დრო, ახლა ყველაზე მთავარია შევინარჩუნოთ მშვიდობა და სტაბილურობა, რაზეც განვითარებისკენ მიმავალი ერთადერთი გზა გადის“, - წერს ჩირაგოვი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

ამინდი

 

   

 

     #დილისტალღა -  ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე