მსოფლიო ჭიდაობის გაერთიანებამ ზაგრებში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 2025 წლის სამი საუკეთესო მსაჯი დაასახელა, რომელთა შორის ერთ-ერთი ქართველი ზაზა ჯიბლაძეა. ზაზა ჯიბლაძე მეორე ქართველი არბიტრია, ვინც „ოქროს სასტვენით“ დაჯილდოვდა. 2014 წელს ეს ჯილდო ედიშერ მაჩაიძემ მიიღო.
ხორვატიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე საქართველოს ბერძნულ-რომაულ სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა გამოსვლა ორი მედლით – ოქროთი და ვერცხლით დაასრულა.
ჩემპიონი 55 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვახტანგ ლოლუა გახდა, 82 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ვერცხლის მედალი კი გელა ბოლქვაძემ მოიპოვა.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე