ასამბლეის ფარგლებში ქართული მხარე შეხვედრებს მართავს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრს შეხვდა. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მეგობრულ კავშირებსა და ქვეყნებს შორის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე, სავაჭრო და ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივებზე.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრმა ასევე შეხვედრები გამართა საბერძნეთისა და ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.
მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში ორი ქვეყნის თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებზე, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურიზმის და ლოჯისტიკის მიმართულებით.
#დილისტალღა - ყოველდღე, აჭარის მაუწყებელზე