შალვა პაპუაშვილი სომხეთის ეროვნული კრების დელეგაციას შეხვდა

09 დეკემბერი 2025, 14:05 87 ნახვა

პარლამენტის თავმჯდომარე სომხეთის ეროვნული კრების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დელეგაციას შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში გეოპოლიტიკური ცვლილებები მიმდინარეობს, ჩნდება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პერსპექტივები. მხარეებმა განიხილეს სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და რეგიონული მშვიდობის პერსპექტივები.

გავრცელებული ინფორმაციით, სარგის ხანდანიანმა მადლიერება გამოხატა რეგიონული მშვიდობის ხელშეწყობის კუთხით საქართველოს ძალისხმევის გამო. კერძოდ, მან ხაზი გაუსვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილების მნიშვნელობას, რომლის მიხედვითაც აზერბაიჯანული საწვავის, საქართველოს გავლით, სომხეთში სარკინიგზო გადაზიდვა ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განხორციელდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში