საქართველოში შენობა-ნაგებობის ესთეტიკური მახასიათებლების დადგენის წესები და პირობები წარუდგინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა კერძო სექტორის წარმომადგენლებს.
რეგულაციას დაექვემდებარება როგორც ახალი მშენებლობები, ასევე, არსებული შენობების რეკონსტრუქციები და დაგეგმილი რეაბილიტაციები.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი რეგულაციით დადგინდება შენობა-ნაგებობების ექსტერიერის ელემენტების მიმართ ესთეტიკური პარამეტრები.
