ცვლილებები "შეკრებისა და მანიფესტაციის" შესახებ კანონში

09 დეკემბერი 2025, 14:45 91 ნახვა

"შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ" საქართველოს კანონმდებლობასა და "საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები შევა, კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ  კომიტეტზე განიხილა.

გორდულაძის თქმითვე, მოქმედი კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს, ერთი მხრივ, შეკრება-მანიფესტაციის უფლების განხორციელებას და ამავდროულად, სხვათა უფლებების ეფექტიანად დაცვას.

ცვლილების მიხედვით სპონტანური ან არასპონტანური შეკრების მონაწილეები შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილზე ან/და სვლა-გეზზე შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ დათანხმდებიან და შეკრება ან მანიფესტაციას მაინც იმ ადგილზე ჩაატარებენ, რითაც შეზღუდავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებას, დაეკისრებათ ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო ორგანიზატორს 20 დღემდე ვადით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში