შსს-ს გენინსპექციამ მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ბრალდებით საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი დააკავა

11 დეკემბერი 2025, 10:59 125 ნახვა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა მერქნიანი მცენარის უკანონო გაჩეხვისა და ხე-ტყის უკანონო დამზადების ფაქტზე 1977 წელს დაბადებული მ.ხ. დააკავეს.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს ხელვაჩაურის სახანძრო-სამაშველო განყოფილების ცვლის მეთაურმა – მ.ხ.-მ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ცეცხლაურში, ქარსაცავ ზოლში, უკანონოდ გაჩეხა და დაამზადა კრიპტომერიის ჯიშის ხე-მცენარე, რითაც გარემოს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, სამართალდამცველებმა უკანონოდ გაჩეხილი მერქნიანი მცენარისგან დამზადებული მასალა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი