ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა

11 დეკემბერი 2025, 13:18 96 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქმენეთში გაემგზავრა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმში, რომელიც თურქმენეთის მუდმივი ნეიტრალიტეტის 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმართება.

„ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პლენარულ სესიაზე – „მშვიდობა და ნდობა: მიზნების ერთობლიობა მდგრადი მომავლისთვის“.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

ირაკლი კობახიძე თურქმენეთში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში არიან საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი