ირაკლი კობახიძის მონაწილეობა თურქმენეთში გამართულ მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო ფორუმში კრიტიკის საგანია. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ვიდეო-მასალა, სადაც საქართველოს პრემიერი სხვა ლიდერებთან ერთადაა, მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტიც, რომელიც ასევე მონაწილეობს ფორუმში.
საკითხზე კომენტარი გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ - შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო ფორუმში მონაწილეობს თურქმენეთის პრეზიდენტის მიწვევით, ფორუმის მონაწილეებს მასპინძელი ქვეყანა განსაზღვრავს, მისივე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ხალხის, ეროვნული და ქვეყნის კეთილდღეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც გამოიხატება ოკუპაციის დასრულებაში.
რაც შეეხება ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, ფაქტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის გადახედვის ნიშნად აფასებენ.
