საქართველო აქტიური ხელშემწყობია რეგიონული თანამშრომლობის, რომელიც აშენებს ფიზიკურ და დიპლომატიურ ხიდებს - განაცხადა საქართველოს პრემიერმა თურქმენეთში, საერთაშორისო ფორუმის პლენარულ სესიაზე. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ყურადღება მშვიდობისა და ნდობის პრინციპებზე გაამახვილა.
„ჩვენი ორი ისტორიული რეგიონის მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ქვეყანა სტაბილურად აგრძელებს განვითარებას და ინარჩუნებს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას.
ასევე აღნიშნა, რომ საქართველომ წამოიწყო დისკუსიები, რომლებიც მიზნად ისახავს დაძაბულობის შემცირებას და მეზობლებს შორის კომუნიკაციის არხების შექმნას.
