„ქართული ოცნების“ ერთ ერთი ლიდერი ევროკავშირს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ ევროკავშირის ლიდერების მიერ წარმოებული პოლიტიკა დამაზიანებელია ევროკავშირისთვის. განმარტავს, რომ ეს მოსაზრება აშშ-მაც დაადასტურა.
