პარლამენტში კორექტირებული ბიუჯეტის კომიტეტებში განხილვა დღესაც გაგრძელდება

11 ივნისი 2020, 10:03 788 ნახვა

კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვა პარლამენტში გრძელდება. ოპოზიციას დოკუმენტთან დაკავშირებით ბევრი შენიშვნა აქვს ისინი მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში არსებულ რეალობას არ ასახავს.საკანონმდებლო ორგანოში მთავარ ფინანსურ დოკუმენტს ჯანდაცვისა და იურიდიული კომიტეტების სხდომაზე განიხილავენ.

კოვიდ -19-ის გამო მასში  მნიშვნელოვანი ცვლილებებია შეტანილი. უმრავლესობისგან განსხვავებით პროექტი ოპოზიციისთვის მიუღებელია. ხელისუფლების ოპონენტები ამტკიცებენ, რომ შემცირებები გაუაზრებელია და მოსახლეობის საჭიროებების არ პასუხობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი