დაკავება საბაჟოზე დიდი ოდენობით საქონლის კანონდარღვევით შემოტანის ბრალდებით

24 თებერვალი 2021, 12:29 1114 ნახვა

დიდი ოდენობით საქონლის კანონდარღვევით შემოტანის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს. საგამოძიებო სამსახურმა დაადგინა, რომ ბრალდებულმა გერმანიაში შეძენილი ავტომანქანის სალონის სამალავებში განათავსა სხვადასხვა სახის საქონელი. დანაშაულში მხილებულმა ავტომანქანა ბათუმის პორტის გავლით შემოიყვანა საქართველოში. მას 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი