მაუწყებლობა
  • ქარ
    ქარ
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • LIVE
  • პროგრამა
კომპეტენტური პასუხი
  • კომპეტენტური პასუხი
  • გუნდი

გაზიარება:

გადაცემის წამყვანი: მაია ვარშანიძე

თეკლა მჭედლიძე
პროდიუსერი
მაია ვარშანიძე
ავტორი და წამყვანი
  • ფილტრი
  • დროის მიხედვით

კომპეტენტური პასუხი

კიდევ ერთ კანონ- პროექტი ვეტოს მოლოდინში. შესაძლოა საქართველოს პრეზიდენტმა მესამე სექტორის წარმომადგენელთა მიმართვა გაითვალისწინოს და საქართველოს ადგილობრივ თვითმართველობის კოდექსში შესატანი ცვლილებების კანონ-პროექტს ვეტო დაადოს. რა შენიშვნები აქვთ კანონმდებლების გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არსამთავრობო ორგანიზაციის წევრებს და როგორია პრეზიდენტის პოზიცია?- დღეს „კომპეტენტურ პასუხში მოისმენთ. გადაცემის სტუმარი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ხიმშიაშვილი იქნება. პირდაპირ ეთერში პრეზიდენტის საპრალემტო მდივანი ანა დოლიძე ჩაერთვება. „კომპეტენტური პასუხი ფმ 104.5. 18.30 წუთზე დაიწყება. ასევე ჩაერთვება ექსპერტი თვითმართველობის საკითხებში კოკა კიღურაძე.
განადგურებული მოსავალი და მოსახლეობას შესეული აზიური ბაღლინჯო- ეს ერთი წლის წინანდელი რეალობაა. რეგიონში მცხოვრებ ფერმერების ნაწილს მოსავალი მავნებელმა გაუნადგურა და მათი საცხოვერებელი ფართებიც დაიკავა. აზიური ფაროსანა სასოფლო-სამეურნეო ნარგავებს ისევ უტევს. როგორ ებრძვის სახელმწიფო მავნებელს, რამდენს ხარჯავს ამისთვის და რა რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინონ ფერმერებმა?-დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის სტუმარი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინსტროს აგრარული განვითარების დეპარტამნეტის უფროსი მამუკა თურმანიძე იქნება. გადაცემა „ფმ104.5-ზე 18.30 წთ-ზე დაიწყება.
დროებით დახურული კვების სამი ობიექტი და რამდენიმე ჯარიმა. ასეთია სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთა დღევანდელი რეიდის შედეგი. ვინ აგებს პასუხს მომხმარებელთა უსაფრთხოებაზე, წესების დამრღვევთა წინააღმდეგ რა სანქციები მოქმედებს, რა პერიოდულობით მოწმდება კვების ობიექტები და ზაფხულის სეზონზე რას უნდა მიაქცისოს განსაკუთრებული ყურადღება მომხმარებელმა ? -ამ და სხვა შეკითხვებს დღეს სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორი ბიძინა ჯიბლაძე უპასუხებს. პირდაპირ ეთერში საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარე მადონა კოიძე ჩაერთვება. „კომპეტენტური პასუხი ფმ 104.5-ზე 18.30 წთ-ზე დაიწყება.
თხილვანელი ეკომიგრანტებისთვის კომპენსაციის გაცემა დღეიდან დაიწყო. რამდენმა ოჯახმა მიიღო სახელმწიფოსგან 25 ათასი ლარი და რა ვალდებულებებს დათანხმდნენ ადგილობრივები სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობით, ორმხრივი ხელშეკრულების დეტალებს აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სტიქიით დაზარალებულთა საქმეების დეპარტამენტის უფროსის დალი ქიქავასგან შეიტყობთ. პირდაპირ ეთერში ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბესიკ ბაუჩაძე ჩაერთვება.
რატომ დატოვა დღეს ქობულეთის საკრებულოს სხდომა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რა შენიშვნები აქვს ლევან ხინიკაძეს ტურისტული სეზონის მზადებასთან დაკავშირებით, როდის გაიხსნება ქობულეთში სეზონი ოფიციალურად და საამისოდ რა თანხა დაიხარჯება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან?- ამ და სხვა შეკითხვებს დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე უპასუხებს. პირდაპირ ეთერში ქობულეთის საკრებულოს რესპუბლიკელი წევრი ლევან ხინიკაძე ჩაერთვება.
დროებითი ერთიანობა, პარტიული სისუსტე თუ საარჩევნო სტრატეგია?- რა გახდა რესპუბლიკელებისა და თავისუფალი დემოკრატების გაერთიანების მიზეზი, როგორ აფასებენ ერთ ბლოკში შეკრებილი პარტიის წევრები საკონსტიტუციო ცვლილებებს და როგორია მათი სამომავლო გეგმები ?- ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხს „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის სტუმრები იქნებიან რესპუბლიკური პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობის შენსრულებელი თემურ ყურაშვილი და „თავისუფალი დემოკრატების“ ქობულეთის რაონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი სალომე ზაქარიაძე.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმე და ხელისუფლების ვერსიები. რატომ თვლის საქართველოს პრეზეიდენტი, რომ ჟურნალისტზე და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტები სახელმწიფოს იმიჯს სერიოზულად აზიანებს. ქართული ძალოვანების დისკრედიტაციის მცდელობა თუ უსაფრთხოების სისტემის პრობლემები?- დღეს კომპეტენტურ პასუხში“ -ამ და სხვა შეკითხვებს პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე, საერთაშორისო სამართლის სპეცილისტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ პროფესორი ლევან ჯაყელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა უპასუხებენ.
აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლის საქმე და ხელისუფლების ვერსიები. რატომ თვლის საქართველოს პრეზეიდენტი, რომ ჟურნალისტზე და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმის ფაქტები სახელმწიფოს იმიჯს სერიოზულად აზიანებს. ქართული ძალოვანების დისკრედიტაციის მცდელობა თუ უსაფრთხოების სისტემის პრობლემები?- დღეს კომპეტენტურ პასუხში“ -ამ და სხვა შეკითხვებს პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე, საერთაშორისო სამართლის სპეცილისტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ პროფესორი ლევან ჯაყელი და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელი მალხაზ ჭკადუა უპასუხებენ.
გადათხრილი გზები და გადაადგილების პრობლემა. როგორ ხვდება ბათუმში ჭაობის დასახლება ტურისტულ სეზონს და შექმნილი დისკომფორტი რამდენად აისახება ადგილობრივების შემოსავლებზე. ქალაქის ამ ნაწილში, როდის გამოიცვლება შიდა საკომუნიკაციო ქსელი და რა თანხა დაიხარჯება ამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან? -ამ და სხვა შეკითხვებს დღეს „კომპეტენტურ პაუხში ბათუმის მერის მრჩეველი მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის საკითხებში ჯაბა ტუღუში უპასუხებს.
საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან. ფინანსური ინსტიტუტი ვალდებული იქნება მომხმარებელთან ურთიერთობაში ეთიკის კოდექსით იხელმძღვანელოს. ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი პირველი ივნისიდან შევა ძალაში- რას ითვალისწინებს ახალი რეგულაცია და რა კეთდება ქვეყანაში მოსახლეობის ჭარვალიანობის პრობლემის დასაძლევად?- თემაზე აჭარის რადიოს პირდაპირ ეთერში ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი, ეკონომიკის დოქტორი ვაჟა ვერულიძე ისაუბრებს.
„საზოგადოების აქტივობის შედეგი თუ ქალაქის განაშენიანების ახალი სტრატეგია“ -მერია ბათუმის კვარტალური განვითარების გეგმას ადგენს. რომელი ტერიტორიები მოექცა პირველ ოთხეულში და რას ითვალისწინებს ახალი პოლიტიკა“- დღეს „კომპეტენტურ პასუხში“ მოისმენთ. გადაცემის სტუმარი ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული დაგეგმარების სამსახურის უფროსი ირაკლი ახალაძე ისაუბრებს.
ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საქართველოში ჩატარებული კვლევების პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობა, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის მომხრეა, კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს, კატეგორია „არც ერთი“ ყველაზე მეტმა, 38%-მა გამოკითხულმა აირჩია. როგორ აფასებენ პოლიტიკოსები ენდიაის კვლევის შედეგებს? დღეს კომპეტენტურ პასუხში“ გაიგებთ. სტუდიაში დასმულ სეკითხვებს აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ქართული ოცნებიდან და ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან დავით ბაციკაძე და გია აბულაძე უპასუხებენ. პირდაპირ ეთერში ევროპული საქართველოს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე ირაუბრებს.
ორ მილიონ ექვსასი ათასზე მეტი ლარი ლოჯისტიკური ცენტების შესაქმნელად. როდის ისარგებლებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დაანონსებული პროგრამით ფერმერები და რა იქნება მისი ძირითადი ფუნქცია, რა კეთდება რეგიონში ადგილობრივი კულტურების მოსავლიანობის გასაზრდელად და ახდენს თუ არა გაველნას მოსავალის რაოდენობაზე აზიური ფაროსანა?-ამ და სხვა საკითხებზე ვისაუბრებთ დღეს გადაცემა „კომპეტენტურ პასუხში“. ჩვენი სტუმარი გახლავთ აჭარის სოფლის სამინისტროს აიპ აგრპო პროექტების მართვის ცენტრის დირექტორი ჯამბულ აბულაძე. პირდაპირ ეთერში სურსათის უვნებლობის საგაგენტოს აჭარის სამმართველოს ინსპექტორი რუსუდან დავითაძე საუბრობდა.
რა კითხვები აქვს რეგიონის მოსახლეობას, რამდენად იყო მათთვის პოლიტიკოსების პასუხები მისაღები და როგორ აფასებენ საკონსტიტუციო ცვლილებებს მესამე სექტორის წარმომადგენლები? ''კომპეტენტური პასუხში'' დასმულ შეკითხვებს საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს რეგიონული ოფისების მენეჯერი მალხაზ ჭკადუა, პოლიტოლოგი ასლან ლორთქიფანიძე პასუხობდნენ. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე საუბრობდა.
"ნინო ბურჯანაძე-დემოკრატიული მოძრაობის“ რიგები და ბათუმის საკრებულოს მანდატი დიმიტრი ჭეიშვიმა დატოვა. იყო თუ არა გადაწყვეტილების მიზეზი თანაგუნდელებთან დაპირისპირება, როგორ აფასებენ ყოფილი თანამებრძოლეები ჭეიშვილის დღევანდელ განცხადებას და დაუკავშირებს თუ არა დიმიტრი ჭეიშვილი პოლიტიკურ მომავალს სახელისუფლებო პარტიას, -ამას "კომპეტენტურ პასუხში" გაიგებთ. კითხვებს "ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ ყოფილი წევრი დიმიტრი ჭეიშვილი პასუხობდა. პირდაპირ ეთერში აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი „ნინო ბურჯანაძე- დემოკრატიული მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი ცინცქილაძე საუბრბდა.
გადაცემის თემა: რა არის პარტიისტვის მთავარი გამოწვევა, რა ნიშნით შეირჩევიან ევროპული საქართველოს წევრები და რას სთავაზობს პარტია რეგიონის მოსახლოებას?- სტუმრები: ვროპული საქართველოს აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი რაულ თავართქილაძე და ევროპუული საქართველოს წევრი ნუგზარ მგელაძე.
  • ‹
  • 1
  • 2
  • ...
  • 25
  • 26
  • 27
  • 28
  • 29
  • 30
  • 31
  • 32
  • 33
  • ›
  • ჩვენ შესახებ
  • კონკურსები
  • მენეჯმენტი
  • რეკლამა
  • არჩევნები 2024
  • სტრატეგია
  • თვითრეგულირება
  • მრჩეველთა საბჭო
  • კონტაქტი
By EREDELI & Future Connections
მაუწყებლობა
მაუწყებლობა

AzerSpace: 1 46.o E
Format: Mpeg 4
Standart DVB-S2
Frequency (MHz): 11094
Polarization: H (ჰორიზ.)
Symbol Rate: 30000
FEC: 5/6

გაფართოებული ძებნა
  • მთავარი
  • თემა
    • პოლიტიკა
    • ბათუმი
    • ეკონომიკა
    • კულტურა
    • საზოგადოება
    • განათლება
    • სამართალი
    • მუნიციპალიტეტი
    • მსოფლიო
    • სპორტი
    • არჩევნები 2024
  • ტელევიზია
  • გადაცემები
    • ტელევიზია
    • რადიო
  • რადიო
  • ძებნა
  • Live ტელევიზია
  • Live რადიო
  • პროგრამა