დილის რადიო

14 აპრილი 2025, 11:05 286 ნახვა

დილის რადიო

14 აპრილი ორშაბათი    2025 წელი

გადაცემის სრული ჩანაწერი

დღეს 14 აპრილია 1990 წლიდან 14 აპრილი საქართველოში დედა ენის დღეა. ეს დღე 1978 წელს განვითარებული მოვლენების ხსოვნის აღსანიშნავად დაწესდა.ამ დღეს თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე, საბჭოთა ეპოქისთვის უცხო, გრანდიოზულმა საპროტესტო გამოსვლამ ხელი შეუშალა საბჭოთა ხელმძღვანელობას საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში გამქრალიყო მუხლი სახელმწიფო ენის შესახებ.  მაშინ ქართულ ენას სტატუსი შეუნარჩუნდა და დღეს, უკვე დამოუკიდებელ საქართველოში, ყოველი 14 აპრილი ქართული ენის, დედაენის დღეა. 

გადაცემის ანონსი: გაგაცნობთ

ამინდის პროგნოზს კობა ფარტენაძისგან გავიგებთ 

#სპორტის სიახლეებს ტრადიციულად, სეო წილოსანი გაგვაცნობს #თელავის სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე დინამიურ პირამიდაში აჭარის მობილიარდეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა. გიორგი დიმიტრაძე საქართველოს 2025 წლის ჩემპიონია, ხოლო ნუგზარ თებიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. როგორ ჩაიარა ჩემპიონატმა და რა დამატებითი სიახლეებია ბათუმში გასამართ ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებით ? #დილის რადიოს სტუმარი თემურ კახიძე - აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტი

14 აპრილით დათარიღებულ ფაქტებსა და მოვლენებზე ვისაუბრებთ

რადიო აჭარის ოქროს ფონდიდან პოეტ ფრიდონ ხალვაშის ერთ მოგონებას შემოგთავაზებთ , რომელიც მშობლიურ ენაზე ზრუნვის და მისი გადარჩენის საოცარი მაგალითია

14 აპრილით დათარიღებულ კიდევ რამდენიმე ფაქტისა და მოვლენის შესახებ მოგიყვებით

#თამთა სულაბერიძის რუბრიკა „პროფესია მშობელი“ დღეს საინტერესო და პრაქტიკულ რჩევებს ეთმობა, რომლებიც მშობლებს დაეხმარება ბავშვებთან ყოველდღიურ ურთიერთობასა და მათი საკომუნიკაციო უნარების განვითარებაში და ამასთან, ახალ სიტყვებთან შეჩვევის პროცესს გაამარტივებს . #რუბრიკის სტუმარია ენისა და მეტყველების თერაპევტი, შორენა წულეისკირი.

#კალიგრაფიის მასტერკლასი ბათუმის ხელოვნების სახელმწიფო უნივერსიტეტში

#დილის რადიოს სტუმარი: დავით მაისურაძე კალიგრაფი, საქართველოს კალიგრაფთა ასოციაციის თანადამფუძნებელი, და დირექტორის მოადგილე

CALEN AI - ხმოვანი ასისტენტი-ამ თემას ეთმობა ანა გოგიტიძის რუბრიკა „ალგორითმი“ რუბრიკის სტუმარი: ირაკლი ბესელიძე; CALEN AI-ის დამფუძნებელი;

ამინდის პროგნოზი