ჯანგო რეინჰარდტი & გოლშიფტე ფარაჰანი

21 მარტი 2025, 15:26 19 ნახვა

ჯანგო რეინჰარდტი & გოლშიფტე ფარაჰანი

გადაცემა „აკოლადას“ პირველ ნაწილში წარმოგიდგენთ ბოშური წარმოშობის ბელგიელ-ფრანგ ლეგენდარულ ჯაზ-გიტარისტსა და კომპოზიტორს, Django Reinhardt-ს, რომლის შემოქმედებამაც უდიდესი გავლენა იქონია ჯაზზე. მეორე ნაწილში კი მოგითხრობთ ცნობილი ირანელი მსახიობისა და მომღერლის Golshifteh Farahani-ს შესახებ, რომელიც ტრადიციულ სპარსულ მელოდიებს თანამედროვე არანჟირებებით წარმოგვიდგენს. იგი თანამშრომლობს ისეთ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან მოჰსენ ნამჯუ, იბრაჰიმ მაალუფი, ჯგუფი „ქოლდფლეი“ და სხვა.