Mellow - ახალი ალბომი Unrealised

26 აპრილი 2025, 15:42 9 ნახვა

Mellow - ახალი ალბომი Unrealised

 

პროექტი Mellow დიდი ხანია ცნობილია მსმენელისთვის - 2011 წელს ჩამოყალიბებული ჯგუფი პროექტად ტრანსფორმირდა და მის მიღმა დღეს მუსიკის ავტორი და პროდიუსერი ნიკა ჩოხელი დგას. პროექტის მზარდ პოპულარობაზე ხელშემწყობად იმოქმედა ტელესერიალ „ხელოვნური სუნთქვის“ საუნდტრეკში აჟრერებულმა სიმღერამ „Imagination“.
ექსპერიმენტების, ახალი იდეებისა და ჟღერადობის ძებნის სურვილით ნიკა ჩოხელი არაერთი პარალელური პროექტით წარუდგა მსმენელს, რომელთაგან ყველაზე დასამახსოვრებელი AKIN-ი და AVARA გახდა.
ბოლო დროს მუსიკოსი კვლავ მიუბრუნდა Mellow-ს და გასულ მარტს ახალი მცირე ალბომი Unrealised გამოაქვეყნა.