დილის რადიო
10 ივნისი სამშაბათი
გადაცემის სრული ჩანაწერი
მისალმება - და გადაცემის ანონსი.
ამინდის პროგნოზს, ტრადიციულად, კობა ფარტებაძე გაგვაცნობს
#10 ივნისი ჰერალდიკის საერთაშორისო დღეა, #10 ივნისს აღინიშნება ნაყინის მსოფლიო დღე. #დღეს 96 წელი შეუსრულდებოდა ქართველ მოქანდაკეს, გრაფიკოსსა და ფერმწერს მერაბ ბერძენიშვილს .#დღეს 21 წელი გავიდა რეი ჩარლზის გარდაცვალებიდან #10 ივნისით დათარიღებული სხვა მნიშვნელოვანი და საინტერესო ფაქტების შესახებაც ვისაუბრებთ
სპორტის სიახლეებით სტუდიაში სეო წილოსანი შემოგვიერთდება
#გრეგორი პორტერის დებიუტი -ამ თემას ეთმობა გიორგი ლორიას რუბრიკა „არტფაილი“ (
#აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლა 2024-25 სასწავლო წლის საანგარიშო კონცერტზე გეპატიჟებათ, რომელიც დღეს ბათუმის საზაფხულო თეატრში გაიმართება , დასწრება თავისუფალია
#დილის რადიოს სტუმრები: აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის დირექტორი ვახტანგ ბერიძე და აჭარის ხალხური ხელოვნების სკოლის მოსწავლე მარიამ კელენჯერიძე
#სალომე ბეჟანიძის რუბრიკაში „მარსელ პრუსტის კითხვარი“ დღეს შეხვდებით ნანა ფუტკარაძეს, რომელიც ბუღალტერია. ნანა ფიქრობს, რომ მისი გამორჩეული მახასიათებელი არის პოზიტიურობა და წითელი პომადა, საყვარელი გართობა - ბადმინტონის თამაში, სიამოვნებით მონაწილეობს შჯიბრებაში, რომელსაც ბუღალტრებს შორის აწყობს კომპანია, სადაც ის მუშაობს
#ბათუმური დღიურები : ბათუმი, მისი შემოგარენი და მწვანე კონცხი მე-20 საუკუნის დასაწყისში.
#დილის რადიოს სტუმარი: თამარ ორაგველიძე- ბათუმის ბოტანიკური ბაღის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი, მასობრივი კომუნიკაციის დოქტორი
#რუბრიკა „ რადიო აჭარის ოქროს ფონდი“ ქართული კინოსა და თეატრის გამორჩეულ მსახიობს მედეა ჯაფარიძეს ეთმობა.. ბათუმი განსაკუთრებით უყვარდა და განსაკუთრებულადაც ეფერებოდა. აჭარის რადიოს მდიდარი ფონდიდან დღეს ერთ ჩანაწერს შემოგთავაზებთ- სიყვარულის ახსნის საოცარ ნიმუშს
სპორტის სიახლეები სეოსთან ერთად
ამინდის პროგნოზით, გადაცემის მიწურულს კობა ფარტენაძე შემოგვიერთდება