მაისის ახალი მუსიკალური გამოცემები

11 ივნისი 2025, 18:10 40 ნახვა

მაისის ახალი მუსიკალური გამოცემები



TAMADA

მუსიკოსმა Tamada-მ ახალი, სამსიღერიანი  მცირე ალბომი Shvebuleba გამოაქვეყნა. ავტორის და მუსიკალური პროდიუსერის ეს ნამუშევარი განსხვავაბულია ორიენტალური ჟღერადობის მქონე მისი ადრინდელი სიმღერებისგან და როგორც თვითონ ამბობს, ის მომდევნო, ახალი ეტაპის დაწყებამდე „ამოსასუნთქად“ შექმნა.

LOUspeakers


თხუთმეტწლიანი ისტორიის მქონე ჯგუფმა LOUDspeakers-მა ახალი, მესამე ალბომი დააანონსა და პირველის სინგლი „არ გაქრე არსად“ წარადგინა.
 

კოლექტივი

დღევანდელ ქართულ მუსიკალურ სცენაზე ერთ-ერთი ორიგინალური ხელწერის მქონე „კოლექტივი“ ყურადღებას აბსტრაქტული, აბსურდული, ხშირად ირონიული ტექსტებით, მელოდიური ვოკალური პარტიით იქცევს. ჯგუფი 2020 წლიდან არსებობს, თუმცა ბოლო 2 წლის მანძილზე არ გამოუქვეყნებია ახალი სინმღერა. და აი ეს დუმილიც დაარღვია, გამოსცა რა სიმღერა „გულზე დამადგი“.