ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ფერიდუნ სინირლიოღლუს საქართველოში ვიზიტისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.უილსონი სოციალურ ქსელში ეუთოს გენერალური მდივნისთვის მიწერილ წერილში აქვეყნებს და განმარტებასაც ურთავს.
„როგორც ჰელსინკის კომისიის თანათავმჯდომარე, მოვუწოდე ეუთო-ს გენერალურ მდივან სინირლიოღლუს, გადადოს მისი მგზავრობა თბილისში. ნებისმიერი ვიზიტი ივანიშვილის არალეგიტიმურ რეჟიმთან არასწორად იქნება აღქმული, როგორც მათ მიერ ხელისუფლების ტირანული მიტაცების მოწონება. ჩვენ ერთად უნდა ვიდგეთ ქართველი ხალხის გვერდით“, – წერს ჯო უილსონი სოციალურ ქსელში.