აჭარის კულტურის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი თურქეთში

15 დეკემბერი 2025, 11:56 196 ნახვა

ორ ქვეყანას შორის კულტურის მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები და ერთობლივი ღონისძიებების საკითხები განიხილა აჭარის კულტურის მინისტრმა ინეგოლის, იზნიქისა და ორჰანგაზის ქალაქების მერებთან შეხვედრაზე, რომელიც თურქეთში გაიმართა.  ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო  გაცვლითი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები. ელისო ბოლქვაძე შეხვდა სხვადასხვა კულტურული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს. ასევე ეწვია ორჰანგაზის კავკასიური და ქართული კულტურის ასოციაციას, სადაც   ამავე რეგიონში მოქმედი ქართული დიასპორების წარმომადგენლებს შეხვდა. მინისტრის ოფიციალურ შეხვედრებს მარმარას რეგიონში იქ არსებული ქართული ასოციაციების ფედერაცია ხელმძღვანელობდა.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი