თბილისში ისევ შეფასებების თემაა ნატო-ს გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიში, სადაც ჩანაწერი, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს წევრები გახდებიან, აღარ მოხვდა. „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი სოციალურ ქსელში წერს, რომ 2023 წლის ანგარიშისგან განსხვავებით, 2024 წლის დოკუმენტიდან ამოღებულია ნატო-ში უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების მხარდაჭერის ფორმულირება და ამ ქვეყნებთან მხოლოდ თანამშრომლობის საკითხებზეა საუბარი. ნატო-ს შეცვლილ დამოკიდებულებაზე პასუხისმგებლობას ოპოზიცია ხელისუფლებას აკისრებს. სახელისუფლებო გუნდი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის დაუმსახურებელი გადაწყვეტილებაა მიღებული.