ქედაში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დახმარების პროგრამის ფარგლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები ოთხ ობიექტზე მიმდინარეობს, მათ შორისაა დაბა ქედა, რუსთაველის ქუჩა N24 - ში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს კეთილმოწყობის სამუშაოები რომლის ღირებულება 98-ათას 985 ლარია.