იმუნიზაციის კვირეული

30 აპრილი 2025, 17:59 103 ნახვა

„იმუნიზაცია ყველასთვის - ჩვენ ეს შეგვიძლია“ - ევროპის იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა კონფერენცია მოაწყო. კონფერენციას აჭარაში მოქმედი, იმუნიზაციის პროგრამაში ჩართული კლინიკებისა და პირველადი ჯანდაცვის რგოლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ ისაუბრეს იმუნიზაციის როლსა და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მნიშვნელობაზე.
გაეცნენ ასევე ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებს, მიღწევებსა და არსებულ გამოწვევებზე. აღინიშნა, რომ აცრების ჩატარების კუთხით პრობლემები ისევ არსებობს.
მედიკოსები მოქალაქეებს ასაკობრივი კალენდრით გათვალისწინებული გამოტოვებული აცრის ჩატარებისკენ მოუწოდებენ და აცხადებენ, რომ ვაქცინაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ორგანიზებულ კონფერენციას ესწრებოდა ასევე აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში