შეხვედრა სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებთან

11 დეკემბერი 2025, 10:45 87 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სექტორთან ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ კანონთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები განიხილა.

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, რეფორმის მთავარი მიზანი უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, ცვლილებების დანერგვის პროცესში კი აუცილებელია სექტორის უშუალო ჩართულობა და მათი მოსაზრებების გათვალისწინება.

მინისტრმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა უანგარო დონაციის ხელშეწყობაზე, რაც ევროდირექტივების მოთხოვნათა შესაბამისად, უსაფრთხოების მაღალ სტანდარტებს ამკვიდრებს.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ რეფორმის განხორციელების პროცესში, ხარისხთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სისხლის პროდუქტების მიწოდების უწყვეტობის უზრუნველყოფას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი