ბათუმის ქალთა კამერული გუნდის სამზადისი თბილისის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალისთვის

07 მაისი 2025, 14:11 308 ნახვა

ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი თბილისის საგუნდო მუსიკის  საერთაშორისო ფესტივალისთვის ემზადება. გუნდი ფესტივალზე  სოლო კონცერტით წარსდგება.

ფესტივალი, რომლის მიზანია განავითაროს ქართული საგუნდო მუსიკა და  ხელი შეუწყოს საგუნდო საშემსრულებლო ტრადიციების  შენარჩუნებას  მეთხუთმეტედ იმართება. მასში როგორც ქართული ასევე უცხოური საგუნდო კოლექტივები მონაწილეობენ.

ბათუმის ქალთა აკადემიური კამერული გუნდი  ფესტივალის უცვლელი მონაწილეა. 

წელს გუნდის სოლო კონცერტი თბილისის ღვთისმშობლის ამაღლების კათოლიკურ ეკლესიაში  ხვალ გაიმართება.

საერთო ჯამში კი ფესტივალი 11 კონცერტს მოიცავს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში