ხვალ თბილისი საბავშვო ევროვიზიას უკვე მეორედ უმასპინძლებს. კონკურსის სამზადისი კულმინაციურ ფაზაშია, დღეს 20 საათზე გენერალური რეპეტიცია გაიმართება, რაც ფაქტობრივად ფინალური კონკურსის ანალოგია.
ანიტა აბგარიანი თავის საკონკურსო სიმღერას შაინ ლაიქ ე სთარ ფინალურ შოუზე მე-15 ნომრად შეასრულებს.
საბავშვო ევროვიზიისთვის მზადება თვეების მანძილზე მიმდინარეობდა, მზადება გრძელდება დღესაც.
