მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში პედაგოგების ეთერ ინაიშვილისა და კლიმენტი მეგენეიშიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ორივე მთაგანი წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ სასახლეში და არაერთი თაობა გამოზარდეს.
ეთერ ინაიშვილი წლების განმავლობაში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მოადგილე იყო და ამჯერად “საინტერესო შეხვედრების კლუბს” ხელმძღვანელობს.
კლიმენტი მეგენეიშვილი კი ნორჩ კონსტრუქტორთა და ხაზვის წრის პედაგოგია. იგი წლების განმავლობაში მუშაობს მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. მათ მერიის, კულტურისა და განათლების სამინისტროების წარმომადგენლებმა სიმბოლურად სიგელები გადასცეს.