ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში - რეჟისორების - ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის პირველი ერთობლივი ნამუშევრის -,,ო-ჯახი” - ჩვენება გაიმართა.
სპექტაკლი მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც დაწესებული ჩარჩოებითა და დოგმებით ცხოვრობენ.
ყოველდღიურ ერთფეროვნებას კი ცვლის გოგონას დაბადება, რომელიც მათ არსებობას აფერადებს.
განზოგადოებული ამბავი დაგვაფიქრებს მნიშვნელოვან თემებზე. მაყურებელმა რეჟისორების ერთობლივი ნამუშევრით სანახაობრივად დატვირთული წარმოდგენა იხილა.
აღნიშნული სპექტაკლით თეატრი ყაზახეთში თოჯინების თეატრების საერთაშორისო ფესტივალ - ,,ორტეკეს” - VII სეზონზე არის მიწვეული, რომელიც 21-22 მაისს ქალაქ ალმათში გაიმართება.