ბათუმის თოჯინების თეატრის გასტროლი ყაზახეთში

20 მაისი 2025, 10:08 148 ნახვა

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის გასტროლი ყაზახეთში დაიწყო. დასი მონაწილეობას მიიღებს  ალმაათში თოჯინების საერთაშორისო  ფესტივალ ,,ორკეტეში“  და კონკურენციას გაუწევს არაერთი ქვეყნის ცნობილ თეატრალურ დასს. ფესტივალი საკონკურსოა და  საუკეთესო თეატრალური წარმოდგენის ავტორი  25 მაისს გამოვლინდება.  

ყაზახეთში  ბათუმის თოჯინების  თეატრი  წარადგენს რეჟისორების ნიკოლოზ საბაშვილისა და ირაკლი კიკვაძის ერთობლივ ნამუშევარს , სპექტაკლს ,,ო-ჯახი“,  რომელიც მოგვითხრობს იმ ადამიანების შესახებ, რომელთა ყოველდღიურობა  ერთფეროვანია და თანაც  ცხოვრობენ ჩარჩოებში.  სწორედ ამ დროს იბადება გოგონა, რომელიც ცვლის არსებულ  მოცემულობას და  მიუღებლობის  ზღვარს. დადგმა  სანახაობრივად დატვირთულია, ამასთან  ხაზგასასმელი და მნიშვნელოვანია ისიც, რომ იგი უსიტყვო წარმოდგენაა, რაც ნებისმიერი უცხოენოვანი მაყურებლისთვის ერთნაირად გასაგებია.

გარდა ამისა, სიახლეა ისიც, რომ  წელს პირველად ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის დირექტორი, ირაკლი კიკვაძე ჩაატარებს მასტერკლასსაც თემაზე - ,,თეატრისა და კინოს სინთეზი“.

აქვე გაგახსენებთ, რომ ბათუმის თოჯინების თეატრი გასულ წელს ამავე ფესტივალიდან გრამპრით დაბრუნდა.

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი